შსს-ს ინფორმაციით, ინფიცირების 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, ერთი - მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, ერთი - ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში.
კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის ორი ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან ერთი ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები, იმ შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
დღეს, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 128 აჭარას უკავშირდება.