weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19-ის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა მე-20 პაციენტი

11:42 ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი აფხაზეთიდან იყო.

„მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ სამი ადამიანი, ანუ აფხაზეთიდან გახლდათ 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, ერთ-ერთის – 60 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 20 გარდაცვლილი გვყავს და სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0.54%“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 92; იმერეთი – 53; თბილისი – 31; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8; გურია – 7; რაჭა-ლეჩხუმი – 1; მცხეთა-მთიანეთი – 1.

გუშინ, 20 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1502 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 3695-ია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 1534. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 42-ია.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებსა და კოვიდ-ცენტრებსა და კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობენ და მეთვალყურეობენ 2133 კოვიდ-დადასტურებულ პაციენტეს. მათგან დაახლოებით ნახევარი კოვიდ-ცენტრებშია. გვყავს 16 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]