შსს-ს ინფორმაციით, 3 შემთხვევაა დადასტურებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 2 - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 1 - ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 - აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, კორონავირუსის 1 შემთხვევაა გამოვლენილი თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.
„ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ შსს-ში.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 92; იმერეთი – 53; თბილისი – 31; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8; გურია – 7; რაჭა-ლეჩხუმი – 1; მცხეთა-მთიანეთი – 1.