weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გარდაცვლილ 2 პაციენტს COVID-19-თან ერთად მძიმე დაავადებები ჰქონდა – ენდელაძე

11:40 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში დღეს გარდაცვლილ პაციენტებს კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

„გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე. ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადებები – არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია. ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი. ამ პაციენტსაც ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-ით გაიზარდა. აქედან,

137 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, 47 – თბილისში, 6 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 26 – იმერეთში და 2 გურიაში.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში ინფიცირების 3913 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1574 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 22 პაციენტი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]