weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პაციენტის გარდაცვალების მიზეზია ძირითადი დაავადება და არა კორონავირუსი – ექიმი

15:25 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, მისი აზრით, დღეს გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთის - 67 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი მისი ძირითადი დაავადებაა და არა კორონავირუსი.

მთავარი ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს, რეფერალური საავადმყოფოდან შეიყვანეს, 21 სექტემბერს კი გარდაიცვალა.

„პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორაგიული ინსულტი. ეს არის სისხლჩაქცევა თავის ტვინში. გარდა ამისა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი პნევმონია, მოციმციმე არითმია. გარდაცვალების მიზეზია ის ძირითადი დაავადება, რის გამოც ის კლინიკაში მოხვდა.

კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის გამო და არა ვირუსის გამო.

გადმოყვანიდან ერთ დღეში პაციენტი დაიღუპა და ერთ დღეში კორონავირუსით პაციენტები არ იღუპებიან, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.

კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში დაინფიციფრებულიყო, ექიმმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანამდე პაციენტი ქობულეთის საავადმყოფოში იყო.

„კორონავირუსს აქვს ინკუბაციის პერიოდი. შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ვირუსი და პირველ დღეს PCR ტესტირებით არ გამოჩნდეს და გამოჩნდეს მე-12 დღეს. როდესაც ორკვირიანი ინკუბაციური პერიოდია, ძნელი სათქმელია, პაციენტი როდის დაინფიცირდა და სად“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 21 პაციენტია, მათგან ოთხი ხელოვნურ სუნთქვაზეა: „მათ ორმხივი პნევმონია აქვთ, ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი აქვთ დაზიანებული. ამათ ვირუსის გამო აქვთ დაზიანებული, მათი მდგომარეობის სიმძიმე კორონავირუსით არის გამოწვეული“, – აღნიშნა კიკაბიძემ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა, მათაგნ ორის სიკვდილი მონაცემებში დღეს აისახა. 67 წლის კაცის გარდა, გარდაიცვალა 77 წლის ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა და მასაც მძიმე დაავადებები ჰქონდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]