weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ონკოპაციენტი 3, 4 და 11 სექტემბერს COVID-19-ზე უარყოფითი იყო – ენდელაძე 24-ე გარდაცვლილზე

11:57 ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 24-ე პაციენტი 70 წლის მამაკაცია, რომელსაც ინფექციურ საავადმყოფოში 18 აგვისტოდან მკურნალობდნენ.

როგორც ენდელაძემ თქვა, მამაკაცს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტკულად მძიმე იყო. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მას 3, 4 და 11 სექტემბერს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„პაციენტი იყო ონკოლოგიური ავადმყოფი. ხორხის კიბოს გამო იყო ახალი ნაოპერაციები და ჩვენს კლინიკაში მოთავსდა ორმხრივი მძიმე პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით, ფილტვის მარჯვენამხრივი თრომბოემბოლიით, ასევე მას ჰქონდა ბულოზური ემფიზემა. დინამიკაში კოვიდისგან გათავისუფლდა, თუმცა მდგომარეობა თავისი მძიმე ფონური დაავადებების გამო გაუარესდა, ჩამოყალიბდა ფილტვის მძიმე აბსცესი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 32 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. 14 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი იმერეთში, 4 – ქვემო ქართლში (რუსთავი), 4 – გურიაში (ლანჩხუთში 1 და ოზურგეთში 3), 1 – მცხეთა-მთიანეთში (დუშეთი), 2 – სამეგრელო-ზემო სვანეთში (ზუგდიდი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]