პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 4399 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1705 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა.
გუშინ, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გუშინწინ – 218. მანამდე, დღე-ღამეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-ს არ აჭარბებდა.