weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„აჭარა ტექსტილის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:56 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საწარმოს მენეჯერმა, გია ლომინაძემ განაცხადა, მუშაობა დროებით შეჩერებული აქვთ.

„დღეს დაგეგმილი გვქონდა, საწარმო გაგვეხსნა და ჩვეულებრივი რეჟიმით დაგვეწყო მუშაობა, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ მუშაობა“, – განაცხადა ლომინაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

მისი თქმით, სამი ინფიცირებული თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინე ზონაში, ხოლო ერთი ქობულეთის საავადმყოფოში.

„ჯამში ჩატარებულია 1300 ტესტი, აქედან 700 ტესტი ბოლო ორ დღეში გაკეთდა და ამ 700 ტესტის პასუხებს ველოდებით დღეს და ხვალ“, – აღნიშნა საწარმოს მენეჯერმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან აჭარაში ვირუსი 164 ადამიანს დაუდგინდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონის რვა კლინკაში 497 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში კი 700-მდე პირი რჩება. ამასთან, ბინაზე მკურნალობს 100-მდე პირი. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კლინიკებში თავისუფალია 90-ზე მეტი ადგილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]