„დღეს დაგეგმილი გვქონდა, საწარმო გაგვეხსნა და ჩვეულებრივი რეჟიმით დაგვეწყო მუშაობა, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ მუშაობა“, – განაცხადა ლომინაძემ აჭარის ტელევიზიასთან.
მისი თქმით, სამი ინფიცირებული თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინე ზონაში, ხოლო ერთი ქობულეთის საავადმყოფოში.
„ჯამში ჩატარებულია 1300 ტესტი, აქედან 700 ტესტი ბოლო ორ დღეში გაკეთდა და ამ 700 ტესტის პასუხებს ველოდებით დღეს და ხვალ“, – აღნიშნა საწარმოს მენეჯერმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან აჭარაში ვირუსი 164 ადამიანს დაუდგინდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონის რვა კლინკაში 497 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში კი 700-მდე პირი რჩება. ამასთან, ბინაზე მკურნალობს 100-მდე პირი. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კლინიკებში თავისუფალია 90-ზე მეტი ადგილი.