weather cur horoscope tv
ოქტომბერი 28, 2020

აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო აიკრძალება

09:54 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 hits 303

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო, დღეიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, ხვალიდან კი შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ტაქსისა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.

შტაბის კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, დღეიდან აჭარაში არსებული კაფე-ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები 22:00 საათზე დაიკეტებიან. გარდა ამისა, სწავლა ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ეს შეზღუდვები არის ის ბაზისური ზომები, რაც საშუალებას მოგვცემს მობილობა გარკვეულწილად შევამციროთ. მობილობის შეზღუდვა მოსალოდნელია 15-20%-ით, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სხვა ზომებთან ერთად უნდა მოგვცეს სტაბილიზაციის ეფექტი.

მობილობის შეზრუდვას როდესაც ვეხებით, პირველ რიგში იზღუდება ის აქტივობები, რომლებიც უკავშირდება არა მოსახლეობის ბაზისურ საჭიროებებს, არამედ უფრო მეტად გართობას ან სოციალურ თავყრილობებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ხდება წესების დარღვევა ყველაზე მეტად - პირბადის არ გამოყენება, ფიზიკური დისტანციის დარღვევა და ა.შ.

ტაქსით მგზავრობა ნაკლები რისკის მატარებელია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს და პირადი დაცვის საშუალებების მოხმარება არ ხდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვები ძალაში იქნება მანამ, ვიდრე ეპიდემიოლოგიური სურათი მთავრობას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ მისცემს.

„სტაბილიზაციის პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენ ვფქრობთ, რომ ამ შეზღუდვებს დიდი დრო არ დასჭირდება, თუმცა იმისთვის, რომ გამოვლინდეს შეზღუდვის ეფექტი, სულ მცირე ორი კვირაა საჭირო. ორკვირიანი ციკლი არის ის ციკლი, რაც აუცილებელია თითო შეზღუდვისთვის იმისთვის, რომ მისი შედეგი დავინახოთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

24 სექტემბერს კორონავირუსის 259 დადასტურებული შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. გუშინწინ ამ რეგიონში ინფიცირების 165 შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]