weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

10:20 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. დაბაში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. გარდა ამისა, განხორციელდება თერმოსკრინინგი.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომერზე - 595 366 476.

გუშინ, დღის განმავლობაში, დაბა ლაითურში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვირუსი სულ 61 ადამიანს აქვს დადასტურებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]