ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 4664 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1759 უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 26 პაციენტი.
დღეის მდგომარეობისთ კარანტინის რეჟიმში 5584 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 781 ადამიანი.
გუშინ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინწინ - 227. წინა დღეების სტატისტიკა ასეთია: 22 სექტემბერი – 218 შემთხვევა; 21 სექტემბერი – 193; 20 სექტემბერი – 196; 19 სექტემბერი – 187; 18 სექტემბერი – 182; 17 სექტემბერი – 179; 16 სექტემბერი – 196; 15 სექტემბერი – 170; 14 სექტემბერი – 165; 13 სექტემბერი – 152; 12 სექტემბერი – 158; 11 სექტემბერი – 87; 10 სექტემბერი – 57; 9 სექტემბერი – 44.