weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18

12:35 შაბათი, 26 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 55 იმერეთს, ხოლო 41 თბილისს უკავშირდება.

ვირუსით დაავადების 18 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9 შემთხვევა გამოვლინდა გურიაში, 3 – ქვემო ქართლში, ხოლო კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში – თითო-თითო.

მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობას 3149 კოვიდ-პაციენტი გადის და მათი უმეტესობა სტაციონარში იმყოფება.

„ასევე იმყოფებიან სასტუმროებში, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაზე, თვითიზოლაციაში და იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 19, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ენდელაძემ.

პანდემიის დაწეყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 4 960 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1819 (37%) უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად, 27 პაციენტია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]