შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი გარდაცვლილი სასტუმროს პერსონალმა ნახა.
„1991 წელს დაბადებული გ.გ. 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.