weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ქუთაისში კორონავირუსით 59 წლის ქალი გარდაიცვალა

16:23 შაბათი, 26 სექტემბერი 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის 59 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს. მისივე თქმით, ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში სულ 296 შემთხვევა დადასტურდა. დილის მდგომარეობით, კრიტიკულად მძიმე იყო 19 კოვიდ-ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწეყებიდან დღემდე, საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსის 4960 შემთხვევა. ინფიცირებულთა 37% (1819) გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად უკვე 28 პაციენტია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]