რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კიდევ 87 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. კოვიდ-სასტუმროებში 800 ადამიანია მოთავსებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევა დადასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 1906 ინფიცირებული, ხოლო 28 გარდაიცვალა.