weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარელში ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4-კაციანი ჯგუფი დააკავეს

10:27 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობისთვის ოთხი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ.

„პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ქურდობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]