weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარას, 98 კი იმერეთს უკავშირდება

11:50 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.  

ენდელაძის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დადასტურებულია 15 ახალი შემთხვევა, სამცხე ჯავახეთში – 9, გურიასა და შიდა ქართლში – 7, კახეთში – 2. მარინა ენდელაძის ცნობით, იმპორტირებულია 6 ახალი შემთხვევა.

„ამჟამად 3155 აქტიური შემთხვევაა, აქედან 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში COVID-19-ის სულ 6640 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში განიკურნა კიდევ 299 პაციენტი და მათი რაოდენობა სულ 3419 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 40 ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]