weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მაშველები 5 ადამიანს ეძებენ

07:41 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯოჭოში წუხელ მეწყერი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც სამი ადამიანი - მშობლები და მათი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახთან სტუმრად იყო ორი ადამიანი, რომელთა ავტომობილი ადიდებულ მდინარეშია ნაპოვნი. 

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ავტომობილი - მასში არავინ აღმოჩნდა.

„როგორც თვითმხილველები ადასტურებენ, სანამ მანქანა წყალში გადავარდებოდა, ერთი მგზავრი გადმოხტა, ხოლო მეორე ადამიანმა, რომელიც საჭესთან იჯდა, ვერ მოასწრო გადმოხტომა და მანქანასთან ერთად წყალში ჩავარდა“, – განაცხადა აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ჯუმბერ ბათაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა. 

„შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.  

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში, რომელიც 00:16 საათზე გაავრცელეს.

შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი თორნიკე ჩიქოვანი და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კოტე ანანიაშვილი იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]