weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა, იმერეთში – 52

11:29 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარის რეგიონს უკავშირდება, 78 თბილისს, ხოლო 52 იმერეთს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, კიდევ 6-6 ადამიანი დაინფიცირდა შიდა ქართლსა და გურიაში. კახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში – 2, ხოლო სამცხე-ჯავახეთში –1.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. მარინა ენდელაძის ცნობით, გარდაცვლილები – 78 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი – ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდნენ და მათ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ: ორივეს მძიმე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, ერთ-ერთს კი ონკოლოგიური დაავადებაც.

„ქვეყანაში სულ ფიქსირდება კოვიდინფიცირების 7093 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 52%-ია, რაც შეესაბამება 3714 შემთხვევას. გვაქვს 3379 აქტიური შემთხვევა.

იმ ინფიცირებულებიდან, რომლებიც მკურნალობას გადიან, 38 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 36 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]