weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქედაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

09:34 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ურთიერთშელაპარაკებისას, 33 წლის კაცი მოკლეს. მას გულ-მკერდის არეში ჭრილობების დანით მიაყენეს, რის შედეგადაც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაპირისპირება ქედაში 2 ოქტომბერს მოხდა. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 43 წლის კაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]