weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

24 სამკაულიდან 7 ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა – momxmarebeli.ge

10:30 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 24 დასახელების სამკაულიდან 7 ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამკაულები აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შემოწმდა.

„შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის. საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა“, – აცხადებს momxmarebeli.ge.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა სამკაულის შვიდი ნიმუში. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს.

„კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს.

კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას“, – აცხადებს momxmarebeli.ge.

კადმიუმი და ტყვია გადაჭარბებული ოდენობით აღმოჩენილია შემდეგი დასახელების სამკაულებში:

  • ბეჭედი „Yuzuk“ – შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ამბიანსი“; აღმოჩენილი დარღვევა: ტყვიის შემცველობა - 2070 (დასაშვები 500).
  • საყურე „მექსი“ – შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ნავნე“; აღმოჩენილი დარღვევა: ტყვიის შემცველობა - 5680.
  • საყურე „დაიმონდი“– შესყიდვის ადგილი: მაღაზია „დაიმონდი“; აღმოჩენილი დარღვევა: კადმიუმის შემცველობა 111 (დასაშვები 100).
  • საყურე „Fashion Jewellery“ – შესყიდვის ადგილი: შპს „ლილე 2016“; აღმოჩენილი დარღვევა: ტყვიის შემცველობა 218 000.
  • საყურე „მანდარინა ქეჟუალი“ – მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი; შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მანდარინა“; აღმოჩენილი დარღვევა: კადმიუმის შემცველობა 751 000 და 766 000.
  • საყურე „მანდარინა ქეჟუალი“ – მწარმოებელი ქვეყანა: ჩინეთი; შესყიდვის ადგილი: მაღაზია „მანდარინა“; აღმოჩენილი დარღვევა: კადმიუმის შემცველობა 668 000 და 860 000.
  • საყურე „ბალდი ლონდონი“ – შესყიდვის ადგილი: მაღაზია „ბალდოსი“; აღმოჩენილი დარღვევა: კადმიუმის შემცველობა 6340 და 107.

momxmarebeli.ge-ის განმარტებით, ბიჟუტერიის კვლევისას თითოეული ნიმუში შემადგენელ დეტალებად იშლება და ცალ-ცალკე მოწმდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ნიმუშები სრულად ვერ შემოწმდა.

„სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – აცხადებს momxmarebeli.ge.

ორგანიზაციამ მსგავსი კვლევა შარშანაც ჩაატარა. მაშინ 29 ნიმუშიდან 12 მავნე აღმოჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]