weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

COVID-19-ის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაშია, 22 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 – კახეთში

11:35 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან, 360 აჭარის რეგიონიდანაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებსა და თბილისს, იქ კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება:

თბილისი – 57 ახალი დადასტრურებული შემთხვევა

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22

იმერეთი – 11

ქვემო ქართლი – 6

კახეთი – 6

გურია – 5

მცხეთა-მთიანეთი – 3

სამცხე-ჯავახეთი – 1

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 7564 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3992 გახდა. კორონავირუსის შედეგად საქართველოში ჯამში 48 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან ორი – ბოლო 24 საათის განმავლობაში.

საქართველოში დღე-ღამეში გამოვლენილ ახალი შემთხვევები უკვე მესამე დღეა, რაც 400-ს აჭარბებს. გუშინ, 2 ოქტომბერს გამოვლენილი იყო 453 შემთხვევა, ხოლო 1 ოქტომბერს – 448.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]