weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს

12:17 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020
ფოტოზე - დაშავებული გივი ქველაძე / მთავარი არხის ფოტო ფოტოზე - დაშავებული გივი ქველაძე / მთავარი არხის ფოტო

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს - გივი და ლაშა ქველაძეებს, ასევე მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გივი ქველაძეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

29 სექტემბერს, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საოლქო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ლაშა ქველაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის მის მამას - გივი ქველაძეს, რის გამოც მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ოპოზიცია მომხდარ ძალადობაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ სიტრყვიერი და ფიზიკური ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივმა დაიწყო.

იმავე დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]