weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა კარტოფილში კიბო აღმოჩნდა – შემოსავლების სამსახური

14:45 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილ 25 000 კილოგრამ კარტოფილში კარტოფილის კიბო დადასტურდა, რის გამოც საქონილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოვიდა.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ - კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კარტოფილის კიბო საკარანტინო დაავადებაა, რომელსაც სოკო - Synchytrium endobioticum იწვევს. ავადმყოფობა ვლინდება კარტოფილზე ქსოვილების წარმოქმნით. არახელსაყრელი პირობებისადმი მაღალი გამძლეობის გამო კარტოფილის კიბოს გამომწვევი სოკო მრავალი წლის განმავლობაში, 10-15 წლის, ზოგჯერ კი 30 წლამდეც, ნიადაგში ინახება და მას კარტოფილისთვის გამოუსადეგარს ხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]