weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წინანდალში ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა

21:39 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა. მამაკაცს, რომელიც სავარუდოდ გზაზე გადადიოდა „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ავტოავარია 3 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სულ 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, დაიღუპა 203 და დაშავდა 2982 ადამიანი. დაღუპულთაგან 50 ქვეითად მოსიარულე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]