weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

12:43 კვირა, 04 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი, ორი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას უკავშირდება.

„აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65, იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა- მთიანეთში – 4, კახეთში – 1“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 8118 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 4244 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით ქვეყანაში 50 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]