weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაშია

11:27 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 შემთხვევა აჭარის რეგიონშია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ენდელაძის თანახმად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში ასეთია: აჭარა - 416 ახალი შემთხვევა; თბილისი - 72; იმერეთი - 44; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 23; ქვემო ქართლი - 10; გურია - 8; სამცხე-ჯავახეთი - 3; კახეთი - 1; შიდა ქართლი - 1.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორნავირუსის 4077 აქტიური შემთხვევაა.

„ეს პაციენტები მკურნალობენ სტაციონარებში, ასევე არიან ბინაზე დატოვებულები და იმყოფებიან საკარანტინო სასტუმროებში. 4077 აქტიური შემთხვევიდან 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, აქედან 43 მართვით სუნთქვაზეა, 9 გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი“, - განაცხადა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა - მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ერთი ქუთაისში, ერთი კი ბათუმში. ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილები 88 და 82 წლის პაციენტები არიან და მათ COVID-19-ის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 8696 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4619​ უკვე გამოჯანმრთელებულია. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 52 შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]