weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ინფიცირებულის ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში ტესტირების გარეშე გადავლენ – გამყრელიძე

15:13 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახლო კონტაქტები - ოჯახური ან სამსახურებრივი კონტაქტები - ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ გადავლენ თვითიზოლაციაში.

გამყრელიძის განცხადებით, უკვე მომზადებულია მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომელიც სავარაუდოდ, ორ დღეში შევა ძალაში.

„შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინფიცრებულებთან კონტაქტირებული ადამიანები და ხაზს ვუსვამ - ახლო კონტაქტები, ეს არის ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, სახლში უნდა დარჩნენ, ხოლო ისინი ვისაც არ აქვს ამის საშუალება, კარანტინში უნდა გადავიდნენ. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება, 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი - ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს და ის წყვეტს მათი ტესტირების აუცილებლობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავისუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა (416 შემთხვევა) აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 8696 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4619​ უკვე გამოჯანმრთელებულია. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 53 შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]