weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში 30 სექტემბრამდე 648 736 PCR ტესტი ჩატარდა – NCDC-ის ანგარიში

10:37 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ახალი ანგარიშის მიხედვით, 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე საქართველოში 648 736 PCR ტესტი ჩატარდა.

PCR მეთოდი განიხილება როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში. მისი დადებითი მხარეა მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობა, რაც ცრუ დადებითი (ასევე ცრუ უარყოფითი) შედეგის რისკს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ერთჯერადად უარყოფითი PCR შედეგი არ გამორიცხავს COVID-19-ს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახის ნაცხი აღებულია დაავადების საწყის ეტაპზე. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სივრცის და მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობის პირობებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად საქართველოში PCR კვლევა 22 ლაბორატორიაში კეთდება.

სექტემბერის თვის განმავლობაში 267 629 PCR ტესტია ჩატარებული, ტესტების საშუალო დღიური რაოდენობა კი 8921 იყო. აგვსტოში – 144 877 ტესტი ჩატარდა, საშუალო დღიური რაოდენობა 4673 იყო.

PCR ტესტირების ე.წ. დადებითობის შედეგის სიხშირე (positivity rate) პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 30 სექტემბრამდე 1.02%-ს შეადგენდა.

გარდა PCR ტესტირებისა, საქართველოში ხორციელდება ანტისხეულებსა და ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება გარკვეულ ჯგუფებში, თუმცა შემთხვევის დადასტურება ხდება მხოლოდ PCR ტესტირებით. 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში განხორციელებულია 176 642 ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება. სექტემბრის თვეში საშუალოდ დღეში ჩატარებული სწრაფი ტესტირების რაოდენობა - 3 210.

საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს იყო რეგისტრირებული. 30 სექტემბრის მდგომარეობით, ვირუსი დაუდასტურდა 6 640 ადამიანს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]