„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა არიან ადრე დაინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები და სიმპტომიანი პაციენტები, რომელთა შორისაც უმრავლესობა, ასევე, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები არიან. ახლადგამოვლენილი შემთხვევების ძირითადი პროცენტი ბათუმშია, რამდენიმე პაციენტია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლიდან, ერთეული შემთხვევები გვქონდა სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
„ეს გახლდათ 64 წლის ქალბატონი და ორი მამაკაცი - 68 და 84 წლის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ეფაძემ.
მისივე თქმით, დღეისთვის აჭარაში კოვიდ-დადასტურებულ პაციენტებს 9 კლინიკა და ცხელების ცენტრები ემსახურებიან, სადაც 470 პაციენტი იმყოფება. მათგან 19 არასრულწლოვანი და 20 ორსულია.
რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს, ნონა ეფაძის განცხადებით, გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 930-ზე მეტი პაციენტი იმყოფება. ბინაზე მკურნალობას ათასამდე პაციენტი გადის.
დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის სულ 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი.