ხანძარი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს იყო, რის გამოც მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო.
ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
7 აგვისტოს ხანძარი იყო ლაგოდეხში, სადაც სოფელ შეერთებასთან 4 ჰექტარამდე ტერიტორია დაიწვა. 27 ივლისს კი ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში 5 ჰექტარი შერეული ტყის მასივი დაიწვა.