შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შეტყობინება 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.
სანავარდოს მცხოვრებლების თქმით, აფეთქების ხმა გაიგეს, ვენახში ჩამოვარდნილ საფრენ აპარატს კი მოგვიანებით მიაგნეს.
შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სოფელი უდაბნო საგარეჯოდან 45 კილომეტრში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. სოფელი სანავარდო ყვარლიდან დაახლოებით 8 კილომეტრშია.