weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კომპანია „ჯეოსელი“ 30 000 ლარით დაჯარიმდა

11:59 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კომისიამ კომპანია „სისტემ ნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შედეგად მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, „ჯეოსელმა“ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე „სისტემ ნეტს“ საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში მომსახურებაზე დაშვება შეუზღუდა. კომისიამ მიმდინარე წლის მაისის თვეში აღნიშნული დავა განიხილა, „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა და ურთიერთჩართვის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. თუმცა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილება არ აღუსრულებია, რის გამოც „სისტემ ნეტმა“ კომისიას საჩივრით „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ხელახლა მიმართა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შპს „ჯეოსელი“ მობილური საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად და მასზე კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებულია სპეციფიკური ვალდებულებები, ესენია: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე კანონის შესაბამისად, დაშვების ვალდებულების ფარგლებში, ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვა კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

30 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრების გარდა, კომისიამ „ჯეოსელს“ „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა და მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება დაავალა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]