weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეჯოში მკვლელობის ბრალდებით 38 წლის ქალი დააკავეს

09:57 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ქალი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული - ხ.ხ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი - 1984 წელს დაბადებული ი.ხ.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მოკლული, 36 წლის კაცი ქალს სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]