weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

16:41 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა 26 კვირის ორსულმა ნაყოფი დაკარგა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.

ქალი სამშობიარო სახლში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს. ნუგზარ პაპავას თქმით, იმ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

„დილით, როდესაც გაისინჯა, ნაყოფის გულისცემა კარგი იყო. შემდეგ, გეგმიური გასინჯვის დროს ეჭვი მიიტანეს, რომ გულისცემა არ ისმოდა. გამოიძახეს ექოსკოპიური კვლევა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ შეჩერებული იყო გულისცემა. 26 კვირაზე ძალიან ძნელი სავარაუდოა ეს რა მიზეზით მოხდა. ჩარევაც შეუძლებელი იყო, რომც გაგვეგო პრობლემა, ნაყოფის გადარჩენა მაინც ვერ მოხდებოდა ისეთი ვადაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა.

ნუგზარ პაპავას თქმით, ორსული ქალი აღრიცხვაზე სხვა კლინიკაში იყო და ანამნეზში ერთი ცოცხლადშობილი და ერთი მკვდრადშობილი ნაყოფი ჰქონდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 8 ოქტომბერს რეგიონში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 472 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.   

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]