როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სოფელ კუჭატნის გადასახვევთან ერთმანეთს მოტოციკლი და სატვირთო ავტომანქანა - „ზილი“ შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სანავარდოს მკვიდრი არ არის.
ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სულ 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, დაიღუპა 203 და დაშავდა 2982 ადამიანი.