weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სიღნაღის სოფელ ერისიმედში COVID-19-ის გამო პოლიციის საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა

10:52 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჯუგაანის თემის სოფელ ერისიმედში პოლიციის საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ​თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. საჭიროების შემხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.

ბოლო ოთხ დღეში ერისიმედში კორონავირუსი ორ ადამიანს - ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ისინი აჭარაში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, იქ დაინფიცირდნენ.

„ერისიმედი მჭიდროდ დასახლებული სოფელია. 75 კომლი - 350-მდე ადამიანი ცხოვრობს და ყველას ერთმანეთთან აქვს კავშირი. რომ არ მოხდეს, ვირუსის გავრცელბა, მონიტორინგის ჩატარება გადაწყდა, რასაც ორი დღე დასჭირდება“, – უთხრა „რეგინფოს“ ერისიმედში სიღნაღის მერის წარმომადგენლის თანაშემწემ, როლანდ თავართქილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებენ.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაშია, 179 – თბილისში, 91 – იმერეთში

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]