weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში COVID-19-ის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

10:24 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი, რის შედეგადაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6538-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 91-ია.

12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1393 პირი.

გუშინ, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ოქტომბერს კი 519 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]