weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

COVID-19-ის გამო გურჯაანის სოფელ ველისციხის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

11:22 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა, სადაც 500-ზე მეტი მოსწავლეა, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლაში კორონავირუსი სულ ხუთ მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გუშინ გამოვლინდა - ინფიცირებული მეოთხე კლასის მოსწავლეა.

როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დალი მინდიაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, დისტანციური სწავლება 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 211 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6538-ია. კორონავირუსით სულ 91 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]