weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

16:10 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება. სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა.

"უდიდესი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში, საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესის საფუძველზე, მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება", - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ინიციატივის განხორციელებას ედუარდ შევარდნაძის ნათესავები მხარს უჭერენ. ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილი ნუგზარ შევარდნაძე მზად არის მის საკუთრებაში არსებული ქონება, სახლი და ეზო მუნიციპალიტეტს მემორიალური სახლ-მუზეუმის განსათავსებლად გადასცეს.

ედუარდ შევარდნაძე სოფელ მამათში 1928 წელს დაიბადა. 1985-1990 წლებში ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. საქართველოს პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს და ქვეყანას "ვარდების რევოლუციამდე" მართავდა. 2003 წლის 22 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა. ცხოვრების ბოლო წლები მან კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ედუარდ შევარდნაძე 2014 წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]