შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა - რ.ყ.-მ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.