weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ისევ ერთვება 

22:22 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ისევ ერთვება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს. ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდ კლინიკად, შემდეგ გადავკეთდით. მინისტრის ბრძანებით, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია, ახალშობილთა და ბავშვთა 18-საწოლიანი რეანიმაცია, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასე რომ, ჩვენი კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში“, – თქვა რატიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ თბილისში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდება, ხოლო კლინიკები, რომლებიც დღეს კოვიდ-ინფექციის მართვაში ნაწილობრივ არიან ჩართულები, ამ პროცესში სრულად ჩაერთვებიან.

„ამ ეტაპისთვის 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავსუფალი, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ კლინიკების ბაზაზე მოხდება სასუნთქი აპარატების დამატებაც. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებთ კრტიკული პაციენტების რიცხვს. სწორედ ამ კრიტიკული პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილობის მატება და ამას საწოლფონდის ან სასუნთქი აპარატების რესურსთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია. კრიტიკული პაციენტების რიცხვი მატულობს გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღურად მატულობს ზოგადი პაციენტების რიცხვი და დღეს გვყავს 53 კრიტიკული პაციენტი. ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა რეგიონში, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხდება რეანიმატოლოგთა ჯგუფის ცენტრალიზებული მონიტორინგი, შეთანხმება ყველა ღონისძიების, რომელიც ამ პაციენტებს ესაჭიროებათ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავრუსი სულ 12 272 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 6538 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით 93 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]