weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

11:42 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 9 პაციენტი კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა, თბილისში – 68, იმერეთში – 117, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, გურიაში – 8, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში –5 და სამცხე-ჯავახეთში – 3.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5974 აქტიური შემთხვევაა, აქედან 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, რის შედეგადაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6867 გახდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 102-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]