გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის გამო, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს სადღესასწაულო წირვა 10.00 საათზე დაიწყება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული. ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
შრომის კოდექსით 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.