weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

16:54 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში, საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივი მკვიდრი 31 წლის უტა სამუშია რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მუნიციპალიტეტის გამგებელის ბესიკ ფიფიას ინფორმაციით, სამუშია თევზაობის დროს გაიტაცეს.

ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტო "ლაივპრესს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ უტა სამუშია ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული.

რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ გალში გადაიყვანეს და „სისხლის სამართლის“ ბრალდებას წაუყენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]