თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 6362 აქტიური შემთხვევაა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი, 297 ახალი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. რეგიონების მონაცემები ასეთია:
აჭარა – 189
იმერეთი – 150
შიდა ქართლი – 12
შიდა ქართლი – 11
მცხეთა მთიანეთი – 9
გურია – 6
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3
კახეთი – 2
სამცხე-ჯავახეთი – 1
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც ნახევარზე მეტი - 7159 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 109-ს შეადგენს.