weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში პოლიტიკური პარტიის წევრის ცემის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

11:43 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში დააკავეს 1993 წელს დაბადებული თ.ყ., რომელსაც ბრალად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრზე ძალადობა ედება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 13 ოქტომბერს ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს, რის შედეგადაც დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შსს-ს განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუშინ პარტია „ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

„თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას აკეთებდნენ იმის გამო, რომ ავტომობილში ჰქონდა „ლელოს“ სააგიტაციო მასალა. ეს იყო ჯგუფური დანაშაული და კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ეს საქმე სრულყოფილად იქნას გამოძიებული.  ასევე, ბრალში ასახული უნდა იყოს ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც საქმეს თან სდევს. ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელები არ არიან ადგილობრივები და ისინი დავალებით იყვნენ ჩამოსულები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]