weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ინფიცირება გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს საყურადღებოა 3 რეგიონი – გამყრელიძე

13:07 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ დღეს საქართველოში ყველაზე საყურადღებოა სამი რეგიონი, ესენია: თბილისი, აჭარა და იმერეთი.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილი აჭარა იყო. ამ რეგიონში თანდათან არის ნიშნები სერიოზული სტაბილიზაციისკენ. დღეს დილით, 680 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 189 არის დაფიქსირებული, რაც საერთო ინფიცირების 28%-ია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად ინფიცირების 65-დან 70%-მდე.

ინფიცირება გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი და მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა ახალი შემთხვევების 44%.

ასევე მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში (ძირითადად ქუთაისის ხარჯზეა), სადაც 150 ახალი შემთხვევა გვქონდა - საერთო ინფიცირების 22%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს და კოვიდ-კლინიკებს მიმართავენ.

„680 ახალი შემთხვევიდან 362 სწორედ სიმპტომიანი პაციენტია. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, რომ ახლა უკვე, ვისაც პირველი სიმპტომები აქვს (ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება) დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე.

მეორე დიდი ჯგუფი ამ ახალი ინფიცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები - 167 შემთხვევა. ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, რომ ტესტი მეორე დღესვე ან იმავე დღეს ჩაიტაროს. აუცილებელია, რომ ის დარჩეს 12-დღიან იზოლაციაში და თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ 112-ს მიმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 292 პაციენტი, 7 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 297; აჭარა – 189; იმერეთი – 150; შიდა ქართლი – 12; შიდა ქართლი – 11; მცხეთა მთიანეთი – 9; გურია – 6; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3; კახეთი – 2; სამცხე-ჯავახეთი – 1.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 6362 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]