weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, დიდი ჭირის სუფრები, დიდი დღეობები – გამყრელიძე

14:11 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

„ცოტა ხანი, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, დიდი ჭირის სუფრები, დიდი დღეობები, ისევ მოვა ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად პირბადე რჩება და მოქალაქეებს მოუწოდა, ის ღია სივრცეებშიც ატარონ.

„მისი ტარება დღეს უკვე, როცა ინფიცირების სერიოზული მატება გვაქვს, აუცილებელია დახურულ შენობებშიც და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ 2-მეტრიან ან 1,5-მეტრიან დისტანციას. მაინც მოგიწოდებდით, რომ ღია სივრცეებში ამ ცივ პერიოდში უკვე, ყველამ ატარეთ პირბადე. ის 50-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. ყველამ დავიცვათ ეს მარტივი წესი.

მეორე წესი - ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტა ხანი, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, დიდი ჭირის სუფრები, დიდი დღეობები, ისევ მოვა ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს.

ყველა გავრცელების წყარო, რაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში გვქონდა, ამ დიდი შეკრებებიდან იწყებოდა. არ მინდა ჩამოვთვალო, ყველას წყარო ცნობილია, საიდან და როგორ გავრცელდა ინფექცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონა, რომ ის მოგონილია, რომ გრიპივით არის (ჯერ ერთი გრიპი სერიოზული დაავადებაა) და მალე გაივლის, არ არის სწორი. მილიონი ადამიანი შეიწირა ამ დაავადებამ და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე კიდევ ერთი მილიონი იქნება, სამწუხაროდ. ანუ კორონავირუსი იქნება უფრო მეტი მკვლელი ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი. სერიოზული პანდემიაა მსოფლიოში და სანამ იქნება ვაქცინა, ეტიოტროპული წამალი, რჩება მხოლოდ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]